top of page

პარკუჭების ნაადრევი აგზნება (პრეეგზიტაცია)

კლინიკური გამოვლინება

  • მოკლე PR ინტერვალი (< 120 მწმ)

  • QRS კომპლექსის ნელი, ნაკლებად ციცაბო დასაწყისი (დელტა ტალღა)

  • გაფართოებული QRS კომპლექსი (მით მეტად, რაც უფრო მეტია პრეეგზიტაცია)

  • რეპოლარიზაციის დარღვევა, განსაკუთრებით იმ განხრებში, სადაც უფრო გამოხატულია დელტა ტალღა ზემოთჩამოთვლილი ეკგ ნიშნებისა და კლინიკურად გამოხატული პაროქსიზმული ტაქიკარდიების ერთობლიობას ვოლფ-პარკინსონ-უაიტის (WPW) სინდრომი ეწოდება.


დამატებითი გზა, რომელიც პარკუჭთა პრეეგზიტაციას განაპირობებს, შეიძლება მდებარეობდეს სამკარიანი ან მიტრალური რგოლის სხვადასხვა წერტილში და აგრეთვე პარკუჭთაშუა ძგიდეზე. არსებობს ეკგ-ალგორითმი, რომელიც საშუალებას იძლევა, დავადგინოთ დამატებითი გზის ლოკალიზაცია (იხ. ქვემოთ).


სირთულეები

ამ პაციენტების კონტროლს ართულებს ის ფაქტი, რომ არსებობს უეცარი სიკვდილის რისკი (1-4/1000 პაციენტზე 5 წლის განმავლობაში). უეცარი სიკვდილის რისკი დაკავშირებულია წინაგულთა ფიბრილაციის აღმოცენებასთან, რომელმაც დამატებითი გზით სწრაფი გატარების გამო შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭთა ფიბრილაცია.


დიფერენციული დიაგნოსტიკა

პარკუჭთა პრეეგზიტაცია შეიძლება შეგვეშალოს QRS კომპლექსის სხვა მიზეზით გაფართოებასთან, მაგ. ჰისის კონის რომელიმე ფეხის ბლოკადა. პოსტეროსეპტალური დამატებითი გზის შემთხვევაში შეიძლება შეგვეშალოს ქვედა კედლის ინფარქტთან, რადგან ქვედა განხრებში ფართო QRS კომპლექსები გენერირდება.


მკურნალობა

  • ასიმპტომური პრეეგზიტაცია: რეკომენდირებულია კათეტერული აბლაცია იმ პაციენტებში, რომლებიც მისდევენ სპორტს ან ისეთი პროფესია აქვთ, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათსავე ან გარშემომყოფთა სიცოცხლეს გონების უეცარი დაკარგვის შემთხვევაში. თუკი პაციენტი მკურნალობას არ იტარებს, ინფორმირებული უნდა იყოს უეცარი სიკვდილის რისკის შესახებ და ეკრძალება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვები. სიმპტომების (გულის ფრიალი, გონების კარგვა) გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაკითხოს სტაციონარს.

  • სიმპტომური პრეეგზიტაცია (WPW სინდრომი): არჩევის მეთოდია დამატებითი გზის კათეტერული აბლაცია (წარმატებული აბლაციის პროცენტი > 90%).


ქვემოთ მოცემულია დამატებითი გზის ლოკალიზაციის ალგორითმი.

პარკუჭების ნაადრევი აგზნება: Inner_about

პარკუჭების პრეეგზიტაცია მედიოსეპტალური დამატებითი გზის მონაწილეობით.

Screenshot 2018-07-16 20.41.38.png
პარკუჭების ნაადრევი აგზნება: Welcome
Screenshot 2018-07-16 20.39.24.png
პარკუჭების ნაადრევი აგზნება: Welcome
bottom of page