მაღალი ხარისხის AV-ბლოკადა
კლინიკური გამოვლინება
ეკგ-ზე ერთმანეთის მომდევნო ორი ან მეტი დაბლოკილი P კბილი.
შეიძლება ბლოკადის სხვა ხარისხებთან ერთად აღინიშნებოდეს.
შეიძლება იყოს როგორც ასიმპტომური, ისე ჰიპოპერფუზიით გამოწვეული სიმპტომები განაპირობოს.
სიძნელეები
პრესინკოპეს ან სინკოპეს არსებობისას მაღალი ხარისხის ავ-ბლოკადის ნახვამ უნდა გვაფიქრებინოს გარდამავალი სრული ავ-ბლოკადის არსებობაზე.
საჭიროებს სრულყოფილ კარდიოლოგიურ გამოკვლევას ეტიოლოგიის დადგენის მიზნით.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
გარდამავალი სრული ავ-ბლოკადა: ბლოკადის დროს არცერთი P კბილი არ ტარდება პარკუჭებისკენ.
მკურნალობა
მწვავე მკურნალობა: საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და გამოკვლევა, რათა დადგინდეს ეტიოლოგია და მექანიზმი. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში საჭიროა დროებითი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია. შენიშვნა: ატროპინმა შეიძლება გაზარდოს ბლოკადის ხარისხი წინაგულების სიხშირის გაზრდის გამო.
გრძელვადიანი მკურნალობა: თუ ბლოკადა შექცევადი მიზეზით არ არის გამოწვეული, საჭიროა მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია.