top of page

სინოატრიალური ბლოკადა

კლინიკური გამოვლინება

მეორე და მესამე ხარისხის ბლოკადის დროს ეკგ-ზე ფიქსირდება სინუსური პაუზა, სადაც ერთ-ერთი P კბილი მოსალოდნელ ადგილას არ ფიქსირდება. პაუზის ხანგრძლივობა ბაზისური PP ინტერვალის ჯერადია.

სინოატრიალური ბლოკადა შეიძლება იყოს სამი ხარისხის:

  • პირველი ხარისხის ბლოკადა: ზედაპირულ ეკგ-ზე მისი დიაგნოსტირება შეუძლებელია.

  • მეორე ხარისხის ბლოკადა: ვლინდება პერიოდულად P კბილების “გამოვარდნით”.

    • პირველი ტიპი (ვენკებახის): პაუზა მოსდევს PP ინტერვალების თანდათანობით შემოკლებას. ყველაზე ხშირი ვარიანტია 3:2 ან 4:3 შეფარდება.

    • მეორე ტიპი: პაუზამდე PP ინტერვალები თანაბარია.

    • 2:1 ტიპის გარდამავალი მეორე ხარისხის სინოატრიალური ბლოკადა: პერიოდულად ორმაგი ბაზისური PP ინტერვალის ტოლი პაუზები.

  • მესამე ხარისხის სინოატრიალური ბლოკადა: ეკგ-ზე P კბილები არ არის. ფიქსირდება ჩანაცვლებითი რიტმი (სუპრა- ან ინფრაჰისური). თუ ხანგრძლივდება, შეუძლებელია მისი გარჩევა სინუსური პაუზის (sinus arrest)-ისგან.


სიძნელეები

  • პირველი და მესამე ხარისხის ბლოკადის დიაგნოსტირება მხოლოდ ინტრაკარდიული ელექტროფიზიოლოგიური კვლევითაა შესაძლებელი.


დიფერენციული დიაგნოსტიკა

  • სინუსური არითმია: გულის შეკუმშვათა სიხშირის ფაზური (რესპირატორული) ვარიაცია.

  • სინუსური პაუზა (sinus arrest): პაუზების ხანგრძლივობა არ არის ბაზისური PP ინტერვალის ჯერადი.


მკურნალობა

მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურ შემთხვევებშია საჭირო. როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომური სინოატრიალური ბლოკადის დროს, როდესაც დადგენილია კორელაცია სიმპტომებსა და ბლოკადას შორის, საჭიროა მუდმივი პეისმეკერის იმპლანტაცია.

სინოატრიალური ბლოკადა: Inner_about

მეორე ხარისხის მობიტც I ტიპის სინოატრიალური ბლოკადა

Screenshot 2018-07-16 19.17.47.png
სინოატრიალური ბლოკადა: Welcome
bottom of page