ბრადიკარდიის ანალიზი
ბრადიკარდიის ანალიზი
ზოგადი ნაბიჯები
1. შეაფასეთ, ასიმპტომურია პაციენტი თუ რაიმეს უჩივის
2. მონახეთ P კბილები ეკგ-ზე
3. ეძებეთ ცუდად შესამჩნევი P კბილები ST-სეგმენტში (ხომ არ არის 2:1 ავ-ბლოკადა ან ბლოკირებული სუპრავენტრიკულური ბიგემინია)
4. შეაფასეთ, სინუსურია თუ არა P კბილები.
5. შეაფასეთ წინაგულებსა და პარკუჭებს შორის დამოკიდებულება:
1:1 - ყოველ P კბილს მოსდევს QRS კომპლექსი
<2:1 - ყოველი მესამე, მეოთხე ან მეტი P კბილიდან ერთი იბლოკება, ხოლო დანარჩენი ტარდება
2:1 - ყოველი მეორე P კბილი ტარდება
>2:1 - ზედიზედ რამდენიმე P კბილი იბლოკება
კავშირი საერთოდ არ არის - არცერთი P კბილი არ ტარდება და წინაგულები და პარკუჭები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა სიხშირით იკუმშება
6. როდესაც სხვადასხვა ხარისხის დარღვევებია ეკგ-ზე, დიაგნოზში გამოვა უფრო მაღალი ხარისხის დარღვევა ”გარდამავალის” მითითებით
ბრადიკარდიის დიაგნოსტიკური ალგორითმი