მეორე ხარისხის AV-ბლოკადა 2:1 ტიპის
კლინიკური გამოვლინება
ეკგ-ზე ყოველი მეორე P კბილი არ ტარდება პარკუჭებისკენ (არ მოსდევს QRS კომპლექსი).
შეიძლება ბლოკადის სხვა ხარისხებთან ერთად აღინიშნებოდეს.
შეიძლება იყოს როგორც ასიმპტომური, ასევე განაპირობოს ჰიპოპერფუზიით გამოწვეული სიმპტომები.
სიძნელეები
პრესინკოპეს ან სინკოპეს არსებობისას 2:1 ბლოკადის აღმოჩენამ უნდა გვაფიქრებინოს ბლოკადის უფრო მაღალი ხარისხის არსებობაც პერიოდულად.
შეუძლებელია მექანიზმის (მობიც I თუ მობიც II) დადგენა, თუ ბლოკადის სახე არ ცვალებადობს.
საჭიროა სრულყოფილი გამოკვლევა, რათა დადგინდეს ეტიოლოგია.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
თუ ბლოკირებული P კბილები წინა კომპლექსის T კბილებშია ჩამალული, შეიძლება ეს რიტმი სინუსურ ბრადიკარდიაში აგვერიოს. საჭიროა ST სეგმენტის დეტალური ანალიზი მასში ჩამალული P კბილების გამოსავლენად.
ბლოკირებული წინაგულოვანი ექსტრასისტოლია (ბიგემინია): აქ შეგვიძლია გავარჩიოთ სინუსურისგან განსხვავებული P’ კბილები. გარდა ამისა PP’ ინტერვალი მნიშვნელოვნად მცირეა P’P ინტერვალზე.
მკურნალობა
მწვავე მკურნალობა: საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და გამოკვლევა, რათა დადგინდეს ეტიოლოგია და მექანიზმი. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში საჭიროა დროებითი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია. შენიშვნა: ატროპინმა შეიძლება გაზარდოს ბლოკადის ხარისხი წინაგულების სიხშირის გაზრდის გამო.
გრძელვადიანი მკურნალობა: თუ ბლოკადა შექცევადი მიზეზით არ არის გამოწვეული, საჭიროა მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია.