top of page

ჩაჭერის (capture) დარღვევა

კლინიკური გამოვლინება

  • ეკგ-ზე პეისმეიკერის არტეფაქტები (სპაიკები), რომლებსაც არ მოსდევს QRS კომპლექსი (წინაგულოვანი პეისინგის შემთხვევაში სპაიკები, რომლებსაც არ მოსდევს P კბილი).

  • ჩვეულებრივ, იწვევს პეისმეიკერის იმპლანტაციამდელი სიმპტომების გამეორებას (სინკოპე, პრესინკოპე) იმ პაციენტებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან პეისმეიკერზე.


მიზეზები

  • ელექტროდის დისლოკაცია

  • სტიმულაციის ზღურბლის მომატება (წამლები, ელექტროლიტური დარღვევა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და ა.შ.)

  • პეისმეიკერის ელემენტის დაცლა.

  • შეიძლება პეისმეკერის ნორმალური მუშაობის გამოვლინებაც იყოს, თუ პეისმეიკერს დაპროგრამებული აქვს Autocapture-ის ფუნქცია. ამ დროს პეისმეიკერი თანდათან აკლებს იმპულსის ამპლიტუდას, რათა შეამოწმოს, სად დაკარგავს ჩაჭერას და ამის შემდეგ ნაადრევ იმპულსს აძლევს უფრო მაღალი ამპლიტუდით (უსაფრთხოებისთვის). შემდეგ კი ავტომატურად აპროგრამებს იმპულსის მინიმალურ უსაფრთხო ვოლტაჟს.


სიძნელეები

  • შეიძლება რთული შესამჩნევი იყოს, თუ გარდამავალია ან პაციენტს სწრაფი საკუთარი რიტმი აქვს. ჩაჭერის დარღვევა უნდა ვიეჭვოთ ყოველთვის, როდესაც პაციენტი აღნიშნავს იმპლანტაციამდელი სიმპტომების გამეორებას.


დიფერენციული დიაგნოსტიკა

Autocapture-ის გამოჩენამდე პეისმეიკერის ნებისმიერი არტეფაქტი, რომელსაც QRS კომპლექსი არ მოყვებოდა, არანორმალლურად ითვლებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პეისმეიკერის პროგრამული პარამეტრები და ჩართულია თუ არა Autocapture-ის ფუნქცია. ჩაჭერის დარღვევა სავარაუდოდ Autocapture-ს უკავშირდება, თუ არტეფაქტს, რომელსაც არ ახლავს QRS კომპლექსი, მოსდევს ნაადრევი არტეფაქტი (უსაფრთხოების).


მკურნალობა

  • მწვავე მკურნალობა: დაკვირვება. თუ სიმპტომურია, უნდა ვცადოთ პეისმეკერის გადაპროგრამება. თუ შეუძლებელია ან მიზეზი არ ექვემდებარება გადაპროგრამებით კორექციას, უნდა ჩაიდგას დროებითი სტიმულატორი და შემდეგ ჩატარდეს მუდმივი პეისმეკერის ქირურგიული რევიზია პრობლემის მოსაგვარებლად. თუ პაციენტი ასიმპტომურია და პეისმეკერზე დამოკიდებული არ არის, მხოლოდ დაკვირვება, ვიდრე პეისმეკერის სრულყოფილი შემოწმება მოხდება.

  • პროფილაქტიკური მკურნალობა: გამომწვევი მიზეზის კორექცია.

capture დარღვევა: Inner_about
bottom of page