top of page

ანტიდრომული AV-რეციპროკული ტაქიკარდია

კლინიკური გამოვლინება

  • რეგულარული ტაქიკარდია ფართო QRS კომპლექსებით, რომელთაც პარკუჭთა მაქსიმალური პრეეგზიტაციის მორფოლოგია აქვთ (ძალიან გამოხატული დელტა-ტალღები). ძალიან იშვიათი ტაქიკარდიაა და ფართოკომპლექსიანი ტაქიკარდიების მხოლოდ 5%-ში გვხვდება.


სიძნელეები

თუ არ ვიცით, რომ პაციენტს WPW სინდრომი აქვს, ძალიან ძნელია ამ ტაქიკარდიის გარჩევა პარკუჭოვანი ტაქიკარდიისგან, რადგან ფართო QRS და რეპოლარიზაციის ცვლილებები აძნელებენ P კბილების ვიზუალიზაციას.


დიფერენციული დიაგნოსტიკა

  • პარკუჭოვანი ტაქიკარდია: ანტიდრომული ტაქიკარდიის სასარგებლოდ მეტყველებს წინა ეკგ-ის არსებობა, სადაც სინუსურ რიტმზე ჩანს პარკუჭთა პრეეგზიტაცია მსგავსი მორფოლოგიით. პარკუჭოვან ტაქიკარდიასთან დიფერენციული დიაგნოზი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთმა წამალმა, რომელიც ეფექტურია ანტიდრომული ტაქიკარდიის დროს (მაგ. ვერაპამილი), პარკუჭოვანი ტაქიკარდიისას შეიძლება ჰემოდინამიკის მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიწვიოს. თუ ზუსტი დიფერენციული დიაგნოსტიკა არ ხერხდება, ტაქიკარდიას უნდა ვუმკურნალოთ, როგორც პარკუჭოვანს.

  • წინაგულოვანი ტაქიკარდია/წინაგულთა თრთოლვა, რომელიც ანტეგრადულად ტარდება დამატებითი გზით. ამ შემთხვევაში QRS კომპლექსების მორფოლოგია მსგავსი იქნება. ფლეკაინიდს ან პროკაინამიდს შეუძლიათ შეაფერხონ გატერება დამატებით გზაში, რაც შეიძლება მოგვეხმაროს დიფერენციულ დიაგნოზში.


მკურნალობა

  • შეტევის კუპირება:

    • თუ გვაქვს წინა ეკგ, სადაც დასტურდება პრეგზიტაცია, გამოიყენეთ დამატებით გზაზე მოქმედი წამლები (ფლეკაინიდი, პროპაფენონი, პროკაინამიდი).

    • თუ ტაქიკარდიის მექანიზმი გაურკვეველია, უმკურნალეთ, როგორც პარკუჭოვან ტაქიკარდიას (პროკაინამიდი)

    • უკუნაჩვენებია  ადენოზინი და ატფ, რადგან შეიძლება გამოიწვიონ წინაგულთა ფიბრილაცია, რომელიც შეიძლება სწფარად გატარდეს დამატებით გზაში და თავის მხრივ გამოიწვიოს პარკუჭთა ფიბრილაცია. რეკომენდებული არაა არც ვერაპამილი იმის გამო, რომ ტაქიკარდიის ზუსტი დიფერენცირება მაინც რთულია და თან აადვილებს გატარებას დამატებით გზაში.

  • პროფილაქტიკური მკურნალობა: არჩევის მეთოდია კათეტერული აბლაცია.


ქვემოთ მოცემულია ანტიდრომული AV-რეციპროკული ტაქიკარდიის ეკგ.​

Screenshot 2018-07-05 17.19.43.png
ანტიდრომული AV-რეციპროკული ტაქიკარდია: Inner_about
bottom of page