წინაგულთა ფიბრილაცია ("მოციმციმე არითმია")
კლინიკური გამოვლინება
P კბილების მაგივრად ეკგ-ზე ფიქსირდება ცვალებადი მორფოლოგიის, დაბალი ვოლტაჟის და მაღალი სიხშირის ქაოტური ტალღები, რომლებიც f ტალღების სახელითაა ცნობილი. პარკუჭოვანი პასუხი ყოველთვის ვარიაბელურია (თუ ავ გატარება ნორმალურია).
შეიძლება სიმპტომები საერთოდ არ ახლდეს ან პირიქით, ისეთი მძიმე სიმტომებით გამოვლინდეს, როგორიცაა სინკოპე, ფილტვების მწვავე შეშუპება ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. უფრო ხშირად პაციენტები უჩივიან გულის ფრიალს არარეგულარულს) და ჰაერის უკმარისობას.
კლასიფიკაცია
პაროქსიზმული: წინაგულთა ფიბრილაცია სპონტანურად წყდება 7 დღის ფარგლებში.
პერსისტული: წინაგულთა ფიბრილაცია სპონტანურად არ წყდება და გრძელდება 7 დღეზე მეტხანს. შენიშვნა: 7 დღემდე ვადაში ელექტრული ან ფარმაკოლოგიური კარდიოვერსია არ ცვლის ამ კატეგორიას.
პერმანენტული: ეს არის იგივე ხანგრძლივად პერსისტული (1 წელზე მეტი) ფორმა, როდესაც კარდიოვერსია უეფექტოა ან არასოდეს ჩატარებულა სხვადასხვა მიზეზების გამო (მარცხენა წინაგულის მნიშვნელოვანი დილატაცია, ძალიან დიდი ხანდაზმულობა 2 წელზე მეტი)
სიძნელეები
დაბალი ვოლტაჟის f ტალღები შეიძება რთულად შესამჩნევი იყოს, რაც აძნელებს დიაგნოსტიკას. ყოველთვის უნდა ვიეჭვოთ წინაგულთა ფიბრილაცია, როდესაც ვერ ვხედავთ მკაფიო, ორგანიზებულ აქტივობას (P ან F ტალღები), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარკუჭოვანი პასუხი არარეგულარულია. f ტალღები ყველაზე უკეთ V1 განხრაში ჩანს.
პარკუჭოვანი პასუხი დღის ზოგიერთ მონაკვეთში შეიძლება საკმაოდ სწრაფი იყოს, რაც გულის ფრიალს და ჰაერის უკმარისობას იწვევს.
აუცილებელია თრომბოემბოლიის რისკის შეფასება და შესაბამისი მკურნალობა.
წამლებისადმი რეფრაქტერულ პაციენტებში საჭიროა განვიხილოთ არაფარმაკოლოგიური მკურნალობის საშუალებები (წინაგულთა ფიბრილაციის აბლაცია, ავ-კვანძის აბლაცია პეისმეკერის იმპლანტაციით)
დიფერენციული დიაგნოსტიკა
წინაგულების გაჩერება (standstill): ჩანაცვლებითი რიტმი მეტ-ნაკლებად რეგულარულია.
წინაგულთა ატიპიური თრთოლვა: შესაძლებელია პარკუჭოვანი პასუხი არარეგულარული იყოს, ხოლო თრთოლვის ტალღები ყველა განხრაში კარგად არ ჩანდეს. საჭიროა ყველა განხრის ანალიზი, განსაკუთრებით V1-ის, შეიძლება დაგვეხმაროს აგრეთვე კაროტიდული სინუსის მასაჟი.
მულტიფოკალური წინაგულოვანი ტაქიკარდია: სხვადასხვა მორფოლოგიის მიუხედავად, P კბილები არსებობს და კარგად ვიზუალიზდება.
მკურნალობა
არსებობს მკურნალობის ორი სტრატეგია:
რიტმის კონტროლი: სინუსური რიტმის აღდგენა და მისი შენარჩუნება მედიკამენტურად ან არაფარმაკოლოგიური მეთოდებით. ეს შესაძლოა ძალიან ძნელი ან შეუძლებელი იყოს.
სიხშირის კონტროლი: ბეტა-ბლოკერები, ვერაპამილი, დილთიაზემი, დიგოქსინი, ავ-კვანძის აბლაცია და პეისმეკერის იმპლანტაცია. ეს სტრატეგია გამოიყენება რიტმის კონტროლის უეფექტობის ან არასასურველობის შემთხვევაში. საჭიროებს პერმანენტულ ანტიკოაგულაციას.
ქვემოთ მოცემულია წინაგულთა ფიბრილაციის ეკგ.