წინაგულოვანი ტაქიკარდია
კლინიკური გამოვლინება
კარგად გამოხატული P კბილები, როგორც წესი განსხვავებული სინუსურისგან, სიხშირით 100-240/წთ
პარკუჭებისკენ გატარება ვარიაბელურია (1:1, 2:1, 3:1 და ა.შ. ავ-კვანძისფუნქციური მდგომარეობის შესაბამისად)
სიძნელეები
QRS კომპლექსი შეიძლება ფართო იყოს ჰისის კონის რომელიმე ფეხის სიხშირე-დამოკიდებული ან ადრე არსებული ბლოკადის შემთხვევაში.
როდესაც ტაქიკარდიის ფოკუსი ახლოს არის სინუსურ კვანძთან, P კბილის მორფოლოგია შეიძლება სინუსურის მსგავსი იყოს (როგორც სინუსური ტაქიკარდიის ან სინოაურიკულური რიენტრის დროს)
ზოგ შემთხვევაში ბლოკირებული P კბილები შეიძლება QRS კომპლექსებში იყოს ჩაფლული, რაც აძნელებს ტაქიკარდიის ზუსტ დიაგნოსტიკას.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
წინაგულოვანი ტაქიკარდია ცნობილია, როგორც ”დიდი სიმულანტი”, რადგან კარდიოგრაფიულად ხშირად წააგავს სხვა სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიებს. დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ავ-ბლოკადის გამოწვევისას (ვაგუსური მანევრებით, წამლებით) ტაქიკარდია გრძელდება არასინუსური P კბილებით.
სინუსური ტაქიკარდია: წინაგულოვანი ტაქიკარდიის დროს P კბილების მორფოლოგია როგორც წესი, განსხვავებულია სინუსურისგან და ხშირად უფრო მაღალი სიხშირით მიდის.
პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიები: გრძელი PR ინტერვალის შემთხვევაში, როდესაც P კბილი წინა QRS კომპლექსშია ჩაფლული, კაროტიდული სინუსის მასაჟს ან ავ-მაბლოკირებელ წამლებს შეუძლიათ გამოიწვიონ ხანმოკლე ავ-ბლოკადა და კარგად გამოაჩინონ P კბილები. აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, ტაქიკარდია არ წყდება ავ-ბლოკადით.
წინაგულთა თრთოლვა: დიფერენციული დიაგნოზი ემყარება წინაგულოვანი კბილების სიხშირეს და მორფოლოგიას (ხერხისებრი ტალღები და იზოელექტრული ხაზის არარსებობა თრთოლვის დროს)
მკურნალობა
შეტევის კუპირება:
IC ჯგუფის ანტიარითმული წამლები (ფლეკაინიდი, პროპაფენონი) სტრუქტურული კარდიოპათიის არარსებობის შემთხვევაში
III ჯგუფის ანტიარითმული წამლები (ამიოდარონი, სოტალოლი) სტრუქტურული კარდიოპათიის ან IC ჯგუფის წამლების უკუჩვენების შემთხვევაში
ბეტა-ბლოკერები და კალციუმის ანტაგონისტები პარკუჭების სიხშირის კონტროლის მიზნით ზემოთჩამოთვლილი წამლების უეფექტობის შემთხვევაში (ზოგ შემთხვევაში შეუძლიათ ტაქიკარდიის კუპირებაც)
რეციდივების პრევენცია:
იგივე წამლები, რაც ტაქიკარდიის კუპირებისთვის
ტაქიკარდიის ფოკუსის კათატერული აბლაცია
ქვემოთ მოცემულია წინაგულოვანი ტაქიკარდიის ეკგ და მკურნალობის ალგორითმი

