top of page

უწყვეტი მარყუჟის ტაქიკარდია

კლინიკური გამოვლინება

ეს ტაქიკარდია ვითარდება ორკამერიანი პეისმეკერის მქონე პაციენტებში.

  • ეკგ-ზე რეგულარული ტაქიკარდია შედარებით დაბალი სიხშირით (ჩვეულებრივ 100-120’) და ნასტიმულირები QRS კომპლექსებით, რომლებსაც მოსდევს რეტროგრადული P კბილი, რომელიც აღინიშნება ST სეგმენტში ან T კბილში (თუ ხერხდება კარგი ვიზუალიზება, P კბილი უარყოფითია II, III, aVF განხრებში.

  • ჩვეულებრივ, რიტმული გულის ფრიალის სახით ვლინდება.


მიზეზები

გარდა შენახული VA-გატარებისა, საჭიროა ერთ-ერთი ქვემოთჩამოთვლილი კრიტერიუმის არსებობაც.

  • პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები (უხშირესად)

  • ხანგრძლივი პროგრამული AV ინტერვალი (რის გამოც პარკუჭოვან იმპულსს, რომელიც ტარდება უკან წინაგულებისკენ, წინაგული ხვდება რეფრაქტერობიდან გამოსული): გრძელი AV ინტერვალი შეიძლება შეგნებულად იყოს დაპროგრამებული, რომ პაციენტის სპონტანურ ავ-გატარებას შეუწყოს ხელი ან მაღალ სიხშირეებზე პეისმეკერის ქცევას (upper rate behavior) უკავშირდებოდეს (ფსევდო-ვენკებახის ტიპის ქცევა).

  • წინაგულებში ჩაჭერის (capture) დარღვევა.


სიძნელეები

  • საბოლოო კორექციისთვის საჭიროა იმპლანტირებული პეისმეკერის მარკის ცოდნა და შესაბამისი პროგრამერის ქონა.

  • თუ სტიმულაციის არტეფაქტი (spike) პატარაა (ბიპოლარული სტიმულაციის დროს), შეიძლება მისი შემჩნევა გაძნელდეს, რის გამოც ტაქიკარდია შეცდომით იქნას მიჩნეული პარკუჭოვან ტაქიკარდიად.


დიფერენციული დიაგნოსტიკა

  • სინუსური ტაქიკარდია ადექვატური დეტექციით და პარკუჭოვანი სტიმულაციით (tracking): დიაგნოსტიკაში გვეხმარება სინუსური ტაქიკარდიის მიზეზის არსებობა (იხ. სინუსური ტაქიკარდია), კაროტიდული სინუსის მასაჟით სინუსური ტაქიკარდიის სიხშირის შემცირება და შესაბამისად პარკუჭოვანი სიხშირის შემცირებაც. გარდა ამისა, მაგნიტის აპლიკაციით ტაქიკარდია არ წყდება.

  • წინაგულოვანი არითმიები (წტ, თრთოლვა, წინაგულთა ფიბრილაცია), სტიმულაციის რეჟიმის ცვლილებით VVI რეჟიმზე: წინაგულოვანი არითმიები იწვევენ სტიმულაციის რეჟიმის შეცვლას (mode switch). ამ დროს არ იქნება რეტროგრადული P კბილები უწყვეტი მარყუჟის ტაქიკარდიისგან განსხვავებით. შეიძლება დავინახოთ წინაგულოვანი F ამ f ტალღები.

  • პეისმეკერის დისფუნქცია


მკურნალობა

  • მწვავე მკურნალობა:  პეისმეკერის თავზე მაგნიტის მოთავსება წყვეტს ტაქიკარდიას, რადგან პეისმეკერი გადაყავს ასინქრონულ რეჟიმში (პეისმეკერი წყვეტს წინაგულებში აღქმას და აღქმული სიხშირის შესაბამისად პარკუჭების სტიმულაციას). ვაგუსურ მანევრებს და ანტიარითმულ წამლებს ასევე შეუძლიათ ტაქიკარდიის შეწყვეტა VA-გატარების დაბლოკვის გზით.

  • პროფილაქტიკური მკურნალობა: პეისმეკერის გადაპროგრამება იმ პარამეტრის ცვლილებით, რომელიც ხელს უწყობდა ტაქიკარდიის აღმოცენებას. გარდა ამისა, როგორც წესი, საჭიროა წინაგულების პოსტვენტრიკულური რეფრაქტერული პერიოდის (PVARP) გახანგრძლივება ისე, რომ მისი ხანგრძლივობა აჭარბებდესVA-გატარების ხანგრძლივობას.

უწყვეტი მარყუჟის ტაქიკარდია: Inner_about

უწყვეტი მარყუჟის ტაქიკარდია

Screenshot 2018-07-16 18.29.49.png
უწყვეტი მარყუჟის ტაქიკარდია: Welcome
Screenshot 2018-07-16 18.39.53.png
უწყვეტი მარყუჟის ტაქიკარდია: Welcome
bottom of page