top of page

მეორე ხარისხის AV-ბლოკადა Mobitz II ტიპის

კლინიკური გამოვლინება

  • დაბლოკილი P კბილის წინ PR ინტერვალის პროგრესული გახანგრძლივება არ ხდება.

  • ბლოკადა შეიძლება გარდამავალი იყოს. უფრო ხშირად 3:2 (3-დან 2 P კბილი ტარდება) ან 4:3 შეფარდებით მიმდინარეობს.

  • იმის გამო, რომ ძირითადად დარღვევა ჰის-პურკინიეს სისტემაშია ლოკალიზებული, ხშირია ბლოკადის პროგრესირება სრულ ავ-ბლოკადამდე (განსაკუთრებით მოსალოდნელია, თუ ჰისის კონის რომელიმე ფეხის ბლოკადაც ახლავს).


სიძნელეები

  • ბლოკადის შექცევადი (ანტიარითმული წამლები, მწვავე იშემია, მიოკარდიტი, ჰიპერკალემია) და შეუქცევადი (სარკოიდოზი, ამილოიდოზი, კარდიომიოპათია, სარქვლის კალციფიკაცია, გამტარი სისტემის დეგენერაციული დაავადება) მიზეზების დიფერენცირება.

  • ზოგჯერ შეიძლება სპორტსმენებში შეგვხვდეს და გამოიხატოს იშვიათი, თითო კომპლექსის დაბლოკვით ღამის საათებში, რაც კლინიკურად მნიშნელოვანი არ არის.


დიფერენციული დიაგნოსტიკა

  • ბლოკირებული წინაგულოვანი ექსტრასისტოლია

  • მნიშვნელოვანია დადგინდეს, ბლოკადა კვანძოვანია თუ ინფრანოდალური. პაციენტის ასაკს, კლინიკურ სურათს და QRS კომპლექსების სიფართეს შეუძლია დაგვეხმაროს ამის დადგენაში.


მკურნალობა

  • მწვავე მკურნალობა: ძირითადად გამომწვევი მიზეზების კორექცია. თუ საჭიროა (მკვეთრი, სიმპტომური ბრადიკარდიის დროს), დროებითი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია და იზოპროტერენოლი 1-4 მგ/წთ ივ.

  • ქრონიკულ შემთხვევებში: სიმპტომურ პაციენტებში და ინფრაჰისური დარღვევის დროს ასიმპტომურ პაციენტებშიც საჭიროა მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია.

მობიც ორი: Inner_about

მობიტც II ტიპის მეორე ხარისხის AV-ბლოკადა

Screenshot 2018-07-16 19.29.15.png
მობიც ორი: Welcome
bottom of page