დეტექციის დარღვევა (ინფრადეტექცია)
კლინიკური გამოვლინება
DDD, AAI და VVI პეისმეიკერებში სტიმულაციის არტეფაქტები ზედმეტად ახლოს მოსდევს მის წინა სპონტანურ კომპლექსს. უნდა გვახსოვდეს, რომ სპონტანური კომპლექსის შემდეგ ყოველთვის უნდა იყოს მცირე მონაკვეთი, როდესაც პეისმეიკერი ინჰიბირებულია.
შეიძლება ასიმპტომური იყოს ან გულის ფრიალს იწვევდეს. პოტენციურად არსებობს საფრთხე, რომ სტიმულაციის არტეფაქტი მოხვდეს პარკუჭის vulnerable პერიოდში და გამოიწვიოს პარკუჭთა ფიბრილაცია
VDD პეისმეიკერებში (რომლებიც პარკუჭებს ასტიმულირებენ წინაგულებში აღქმული სპონტანური იმპულსის შესაბამისად), ინფრადეტექცია ვლინდება ბლოკირებული P კბილებით (P კბილებით, რომლებსაც არ მოსდევს პარკუჭის სტიმულაცია პროგრამული AV ინტერვალის შემდეგ).
თუ პაციენტს სრული ავ-ბლოკადა აქვს და წინაგულის ინფრადეტექცია ხშირია, ავ-სინქრონიზმის დარღვევამ შეიძლება ადვილად დაღლა, გულის უკმარისობა, გულის ფრიალი და უწყვეტი მარყუჟის ტაქიკარდია გამოიწვიოს)
მიზეზები
ელექტროდის დისლოკაცია (მათ შორის მიკროდისლოკაციაც)
ელექტროდის ფრაქტურა.
სპონტანური იმპულსის დაბალი ამპლიტუდა.
ელემენტის დაცლა.
მეტაბოლიზმის მძიმე დარღვევა.
მიოკარდიუმის უნფარქტი პეისმეკერის ელექტროდის მიმაგრების ადგილის ახლოს.
სიძნელეები
შეიძლება რთული ეკგ-ფენომენები გამოიწვიოს, სადაც ფიქსირდება სპონტანური კომპლექსებიც, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები, სტიმულაციის არტეფაქტები წინა კომპლექსთან ძალიან ახლოს, რომლებსაც შეიძლება არც მოჰყვებოდეს ჩაჭერა (რაც თავის მხრივ შეიძლება ჩაჭერის დარღვევის ბრალი ან უბრალოდ იმის შედეგი იყოს, რომ სტიმულაციის არტეფაქტი მიოკარდიუმის რეფრაქტერულ პერიოდში უწევს) და მის შემდეგ ჩანაცვლებითი კომპლექსი მოდიოდეს. საჭიროა ეკგ-ის ყურადღებით ანალიზი იმის დასადგენად, რომ პეისმეიკერი ასტიმულირებს მაშინ, როცა უნდა ასტიმულირებდეს.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
წინაგულოვანი ექსტრასისტოლები ორკამერიან პეისმეიკერებში: ექსტრასისტოლას, რომელსაც სწორად აღიქვამს წინაგულის ელექტროდი, მოსდევს პარკუჭოვანი სტიმულაცია პროგრამული AV-ინტერვალის შემდეგ. თუ ექსტრასისტოლის P კბილი დაბალი ამპლიტუდის არის ან წინა კომპლექსის STსეგმენტშია ჩაფლული, შეიძლება ვერ შევამჩნიოთ და შთაბეჭდილება დაგვრჩეს, რომ პარკუჭის დეტექცია დარღვეულია.
პეისმეიკერები პარკუჭის არააუცილებელი სტიმულაციის თავიდან აცილების ალგორითმით: იმ მიზნით, რომ შენარჩუნებულ იყოს პაციენტის სპონტანური ავ-გატარება, პეისმეიკერი ზოგიერთ P კბილს არ მოაყოლებს პარკუჭის სტიმულაციას, რათა შეამოწმოს სპონტანური ავ-გატარების არსებობა. თუ პეისმეიკერი აღჭურვილია ამ ფუნქციით, ეს ნათლად უნდა იყოს მითითებული პაციენტის ფურცელში.
მკურნალობა
პეისმეიკერის გადაპროგრამება (მგრძნობელობის გაზრდა). მიზეზების კორექცია. ზოგჯერ შეიძლება ელექტროდის რეპოზიცია გახდეს საჭირო.
სენსინგის დარღვევა (ინფრადეტექცია). ნატიური კომპლექსი არ იწვევს სტიმულაციის ინჰიბირებას.