სინუსური პაუზა (sinus arrest)
კლინიკური გამოვლინება
ეკგ-ზე ფიქსირდება სინუსური პაუზა, რომლის ხანგრძლივობა არ არის ბაზისური PP ინტერვალის ჯერადი.
კლინიკურად შეიძლება იყოს ასიმპტომური ან გამოვლინდეს სინკოპეთი, პრესინკოპეთი, უჰაერობით.
სიმპტომების შემთხვევაში ეწოდება სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, რომელიც აგრეთვე მოიცავს სინოატრიალურ ბლოკადებს და მკვეთრ სინუსურ ბრადიკარდიას. შესაძლებელია შერწყმული იყოს წინაგულოვან ტაქიარითმიებთანაც (ტაქი-ბრადი სინდრომი)
სიძნელეები
ინტრაკარდიული ჩანაწერის გარეშე შეუძლებელია მისი გარჩევა მესამე ხარისხის სინოატრიალური ბლოკადისგან.
არასპეციფიური კლინიკური სიმპტომების და ეკგ-ზე გარდამავალი ხანმოკლე ცვლილებების შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა შეიძლება რთული იყოს.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
მეორე და მესამე ხარისხის სინოატრიალური ბლოკადა: პაუზებია ხანგრძლივობა ბაზისური PP ინტერვალის ჯერადია.
მკურნალობა
მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურ შემთხვევებშია საჭირო.
მწვავე მკურნალობა: ასისტოლიის რისკის არსებობის შემთხვევაში დროებითი კარდიოსტიმულაცია, ატროპინი, იზოპროტერენოლი.
გრძელვადიანი მკურნალობა: სიმპტომურ პაციენტებში ან 3 წმ-ზე მეტი ხანგრძლივობის პაუზების შემთხვევაში მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია.
სინუსური პაუზა. პაუზის ბოლოს ჩანს წინაგულოვანი სტიმულაციის დაწყება.