top of page

AV-შენაერთის ექტოპიური ტაქიკარდია

კლინიკური გამოვლინება

  • ვიწროკომპლექსიანი ტაქიკარდია სიხშირით 110-დან 250-მდე და ატრიო-ვენტრიკულური დისოციაციით, სადაც P კბილების სიხშირე უფრო დაბალია და QRS კომპლექსებთან კავშირში არ არის.

  • ეპიზოდურად შეიძლება ვნახოთ რეტროგრადული გატარებაც წინაგულებისკენ 1:1. ტაქიკარდიის კუპირება არ ხდება არც სტიმულაციით და არც კარდიოვერსიით.

  • ადენოზინი აადვილებს ავ-დისოციაციის დანახვას, თუმცა არ წყვეტს ტაქიკარდიას.


ტაქიკარდიის მექანიზმი და მიმდინარეობა

ამ ტაქიკარდიას საფუძვლად უდევს ჰისის კონის პროქსიმალური ნაწილის და პერინოდალური მიდამოს მომატებული ავტომატიზმი. ეს არითმია ძალიან იშვიათია და თითქმის ექსკლუზიურად გვხვდება პედიატრიულ პაციენტებში თანდაყოლილი არითმიის სახით. ახასიათებს უწყვეტი (incessant) მიმდინარეობა. ხშირად გვხვდება გულის თანდაყოლილი პათოლოგიის ქირურგიული კორექციის შემდგომ და შეიძლება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს.

არსებობს ამ ტაქიკარდიის სხვა ფორმაც, რომელიც ახალგაზრდებში გვხვდება და უფრო კეთილთვისებიანი მიმდინარეობა აქვს, ვიდრე ბავშვებში. დამოკიდებულია ფიზიკურ ან ემოციურ დატვირთვაზე. ადვილად გადაიტანება, თუმცა თუ უწყვეტი მიმდინარეობა მიიღო, შეიძლება ტაქიკარდია-დამოკიდებული მიოპათიის განვითარება გამოიწვიოს.

არსებობს აგრეთვე ავ-შენაერთის არაპაროქსიზმული ტაქიკარდია თანდათანობითი დასაწყისით და დასასრულით, რომლის სიხშირე გაცილებით დაბალია (70-120 დარტყმა წუთში). ეს არითმია ხშირად უკავშირდება დიგიტალისურ ინტოქსიკაციას, ჰიპოკალემიას, გულის მწვავე იშემიას ან შეიძლება შეგვხვდეს კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ.


დიფერენციული დიაგნოსტიკა

  • დიფერენციული დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს ვიწროკომპლექსიანი ტაქიკარდიების სხვა ფორმებთან, და ძირითადად ემყარება ავ-დისოციაციის დემონსტრირებას.

  •  პარკუჭოვანი ტაქიკარდია: ავ-დისოციაციის გამო დიფერენციული დიაგნოზი უნდა გატარდეს პარკუჭვან ტაქიკარდიასთან. ავ-შენაერთის ექტოპიური ტაქიკარდიის დროს QRS კომპლექსი ჩვეულებრივ ვიწროა, თუმცა თუ ჰისის კონის რომელიმე ფეხის ბლოკადაც ახლავს, კომპლექსი ფართო იქნება, თუმცა ფეხის ბლოკადის ტიპიური სურათით


მკურნალობა

ანტიარითმული წამლები ნაკლებად ეფექტურია (ინტრავენურ ფლეკაინიდს შეუძლია ტაქიკარდიის სიხშირის შემცირება და ხანგრძლივი პერორალური მკურნალობითაც გარკვეული ეფექტი აქვს). ბავშვებში გამოიყენება აგრეთვე ამიოდარონი, პროპაფენონი და სოტალოლი. კათეტერულ აბლაციას შეუძლია არითმიისგან განკურნება პერინოდალური ფოკუსის დესტრუქციის გზით, თუმცა აბლაციას ახლავს ავ-ბლოკადის 5-10%-იანი რისკი. აბლაცია კეთდება წამლებისადმი რეფრაქტერულ პაციენტებშ, რომლებსაც ტაქიკარდია-დამოკიდებული მიოპათიის რისკი აქვთ. პოსტოპერაციული არითმიების მკურნალობის ალგორითმი იხ. ქვემოთ. არაპაროქსიზმული, კეთილთვისებიანი ფორმის მკურნალობა გამომწვევი პათოლოგიის კორექციას ემყარება.


ქვემოთ მოცემულია AV-შენაერთის ექტოპიური ტაქიკარდიის ეკგ და მართვის ალგორითმი

Screenshot 2018-07-05 17.47.16.png
AV-შენაერთის ექტოპიური ტაქიკარდია: Inner_about
Screenshot 2018-07-05 17.49.17.png
AV-შენაერთის ექტოპიური ტაქიკარდია: Welcome
bottom of page