top of page

პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია

კლინიკური გამოვლინება

  • სწრაფი (150-240’), ფართოკომპლექსიანი ტაქიკარდია, რომელიც სპონტანურად იცვლის კომპლექსების მორფოლოგიას და ღერძს ტაქიკარდიის ერთი და იგივე ეპიზოდის ფარგლებში.

  • არსებობს პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განსაკუთრებული ტიპი, ე.წ. “torsade de pointes”, როდესაც ელექტრული ღერძი თითქოს განუწყვეტლივ ბრუნავს იზოელექტრული ხასია ირგვლივ. შესაძლოა ერთსა და იმავე განხრაში ღერძი 180 გრადუსითაც კი იცვლებოდეს.

  • პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის სწორი დიაგნოსტიკისთვის საჭიროა 12-განხრიანი ეკგ-ის ანალიზი, რადგან მხოლოდ ერთი განხრის ანალიზით შესაძლოა რერძის ცვლილება შესამჩნევი არ იყოს.


კლასიფიკაცია

შეიძლება გამოვყოთ ორი ჯგუფი სინუსური რიტმის დროს QT ინტერვალის ხანგრძლივობის მიხედვით. QT ინტერვალი გახანგრძლივებულად ითვლება, თუ კორეგირებული QT ინტერვალი მეტია 440 მწმ-ზე.

  • ნორმალური QT ინტერვალის ფონზე განვითარებული პოლიმორფული პარკუჭვანი ტაქიკარდია: პირველი კლინიკური გამოვლინება ხშირად უეცარი სიკვდილია. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მიოკარდიუმის მწვავე იშემიის ფონზე, თუმცა ასევე შეიძება განვითარდეს მარცხენა პარკუჭის მძიმე უკმარისობით მიმდინარე დილატაციური კარდიომიოპათიის დროს, აგრეთვე ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს, გარდა ამისა სტრუქტურულად ნორმალური გულის მქონე პაციენტებში (მაგ. ბრუგადას სინდრომი, კატექოლამინერგული პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, მოკლე შეჭიდულობის ინტერვალით (short-coupled) პოლიმორფული პარკუჭვანი ტაქიკარდია (ამ დროს მორფოლოგია torsade de pointes-ის იდენტურია იმ განსხვავებით, რომ ტაქიკარდიის წინა RR ინტერვალი მოკლეა.

  • QT ინტერვალის გახანგრძლივებისას განვითარებული პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია: შესაძლოა მეორადი იყოს (უხშირესად ანტიარითმული წამლებით გამოწვეული, აგრეთვე ელექტროლიტური დისბალანსის, კოკაინის მოხმარების, ორგანოფოსფატების, სუბარაქნოიდური ჰემორაგიის, მიოკარდიუმის იშემიის, მკვეთრი ბრადიკარდიის და ა.შ. შედეგად) და ბრადიკარდიას უკავშირდებოდეს ან თანდაყოლილი, როდესაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხშირად ადრენერგული სტიმულაციაა. QT ინტერვალის გახანგრძლივებისას განვითარებულ პოლიმორფულ პარკუჭოვან ტაქიკარდიას “torsade de pointes” ეწოდება. როგორც წესი, სინკოპეთი ვლინდება და შესაძლებელია უეცარი სიკვდილიც გამოიწვიოს.


მკურნალობა

პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ერთიანი მკურნალობა შეუძლებელია მათი განსხვავებული ეტიოლოგიისა და მექანიზმების გამო. მკურნალობა უნდა წარიმართოს ტაქიკარდიის ეტიოლოგიისა და მექანიზმის გათვალისწინებით. იხ. ალგორითმი ქვემოთ. მოცემულია აგრეთვე პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეკგ.

პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია: Inner_about
Screenshot 2018-07-05 21.15.30.png
პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია: Welcome
Screenshot 2018-07-05 21.16.43.png
პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია: Welcome
bottom of page