top of page

დეფიბრილატორის განმუხტვები

კლინიკური გამოვლინება

იმპლანტირებადი დეფიბრილატორის განმუხტვები აღქმული ელექტრული სიგნალების საპასუხოდ, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ პროგრამულ კრიტერიუმებს. პაციენტები ამ განმუხტვას აღწერენ, თითქოს ვინმემ გულმკერდში შიგნიდან ძლიერად უბიძგა. როგორც წესი, კარგად გადააქვთ, თუ განმუხტვა ერთეულია ან იშვიათი.


სიძნელეები

  • შესაბამისი მარკის პროგრამერის მოხმარების ცოდნა, რომ დავადგინოთ განმუხტვის ნამდვილობა და აგრეთვე ის თუ განმუხტვა საჭირო იყო თუ არასაჭირო.


დიფერენციული დიაგნოსტიკა

  • გავარკვიოთ, განმუხტვა ნამდვილი იყო თუ არა (ე.წ. “ფანტომური განმუხტვა”)

  • გავარკვიოთ განმუხტვის მიზეზი

    • საჭირო (appropriate) განმუხტვა: განმუხტვა, რომელიც განხორციელდა პარკუჭოვანი ტაქიკარდიის/პარკუჭთა ფიბრილაციის მოსახსნელად.

    • არასაჭირო (inappropriate) განმუხტვა: განმუხტვა, რომელიც განხორციელდა იმ დროს, როდესაც პაციენტს არ აღენიშნებოდა პარკუჭთა ფიბრილაცია/პარკუჭოვანი ტაქიკარდია. მიზეზები შემდეგია:

      • წინაგულოვანი არითმიები, უხშირესად წინაგულთა ფიბრილაცია ან სინუსური ტაქიკარდია.

      • სხვა სიგნალების დეტექცია

        • ინტრაკარდიული: T კბილი, P კბილი, QRS-ის ორმაგი დათვლა

        • ექსტრაკარდიული: მიოპოტენციალები (მათ შორის დიაფრაგმული), დეფიბრილატორის მიერ გენერირებული სიგნალები (ელექტროდის ფრაქტურა, დისლოკაცია), ელექტრომაგნიტური ინტერფერენცია (ელექტროდანა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ლითოტრიფსია)


მკურნალობა

ერთეული განმუხტვები გადაუდებელ მდგომარეობას არ წარმოადგენს. პაციენტს შეუძლია მიმართოს არითმოლოგს მეორე ან მესამე დღეს. ზედიზედ მიყოლებული განმუხტვები სწრაფ გამოკვლევას საჭიროებს და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციაც საჭიროა. უპირველესად საჭიროა დეფიბრილატორის შემოწმება პროგრამერით. თუ პროგრამერი ხელთ არ გვაქვს ან მისი მოხმარება  არ ვიცით, საჭიროა პაციენტის მონიტორინგი და დეფიბრილატორის განმუხტვების შეჩერება მასზე მაგნიტის მოთავსებით (შენიშვნა: მაგნიტის დადებით ინაქტივირდება ანტიტაქიკარდიული თერაპია, მაგრამ არ ინაქტივირდება ანტიბრადიკარდიული პეისინგი). აუცილებელია გარეგანი დეფიბრილატორის მზადყოფნა და ანტიარითმული მკურნალობის დაწყება, თუ ხშირი განმუხტვების მიზეზი ნამდვილად არითმიაა. ზოგჯერ საჭიროა აბლაციის ჩატარებაც, რათა შევამციროთ საჭირო განმუხტვების რაოდენობა. არასაჭირო განმუხტვების მკურნალობა მოიცავს მიზეზის კორექციას (რა თქმა უნდა საჭიროა განმუხტვების ინაქტივაცია პროგრამერით ან მაგნიტით). ძალიან მნიშვნელოვანია ხშირი განმუხტვების მქონე პაციენტების ფსიქოლოგიური დახმარება.

დეფიბრილატორის განმუხტვები: Inner_about
Screenshot 2018-07-16 19.14.30.png
დეფიბრილატორის განმუხტვები: Welcome
bottom of page