top of page

წინაგულთა შებრუნებული ტიპიური თრთოლვა (საათის ისრის მიმართულების)

კლინიკური გამოვლინება

რეგულარული სწრაფი ტაქიკარდია F ტალღებით, რომლებიც დადებითია II, III, aVF და V6 განხრებში. წინაგულოვანი სიხშირე დაახლოებით 250-340-ია წუთში. V1-ში ჩვეულებრივ F ტალღები უარყოფითია. სიმპტომები საათის ისრის საწინააღმდეგო ტიპიური თრთოლვის მსგავსია, რაგდან რეალურად ეს იგივე არითმიაა, რომელიც იგივე რიენტრის წრედს იყენებს, ოღონდ იმპულსი ამ წრედში მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით (ადის მარჯვენა წინაგულის ლატერალურ კედელზე და ჩამოდის წინაგულთაშუა ძგიდეზე). კავო-ტრიკუსპიდური ისთმუსი ამ არითმიისთვისაც კრიტიკული უბანია.


სიძნელეები

  • ეკგ-ს არ შეუძლია სარწმუნოდ დაგვიდასტუროს დიაგნოზი. ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ ელექტროფიზიოლოგიური კვლევითაა შესაძლებელი.

  • როდესაც ავ-გატარება 2:1 ფორმით მიდის, ეს არითმია ხშირად შეიძლება სინუსურ ტაქიკარდიაში აგვერიოს. ყოველთვის უნდა მივიტანოთ ეჭვი თრთოლვაზე, თუ “P” კბილები აშკარად სინუსური არ არის. საეჭვო სიტუაციებში მიზანშეწონილია კაროტიდული სინუსის მასაჟი.


დიფერენციული დიაგნოსტიკა

  • წინაგულოვანი ტაქიკარდია: მარჯვენა წინაგულის ზედა ნაწილებიდან მომავალი წინაგულოვანი ტაქიკარდია იძლევა ისეთივე პოლარობის P კბილებს, როგორც შებრუნებული ტიპიური თრთოლვის დროს (დადებითი ტალღები II, III, aVF განხრებში). თუ წინაგულთა სიხშირე ნაკლებია 200-ზე და მათ შორის გამოხატულია იზოელექტრული ხაზი, წინაგულოვან ტაქიკარდიაზე უნდა ვიფიქროთ. ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ ელექტროფიზიოლოგიური კვლევით ისმება.

  • ატიპიური თრთოლვა: აქ ერთიანდება ყველა წინაგულოვანი მაკრორიენტრული ტაქიკარდია, რომელიც არ არის დამოკიდებული კავო-ტრიკუსპიდურ ისთმუსზე. დიაგნოზი ისმება მხოლოდ ელექტროფიზიოლოგიური კვლევით.


მკურნალობა

  • იხ. ტიპიური თრთოლვის მკურნალობა.

ქვემოთ მოცემულია შებრუნებული ტიპიური თრთოლვის ეკგ

Screenshot 2018-07-05 18.03.21.png
წინაგულთა შებრუნებული ტიპიური თრთოლვა: Inner_about
bottom of page