top of page

ორთოდრომული AV-რეციპროკული ტაქიკარდია

კლინიკური გამოვლინება

რეგულარული ტაქიკარდია ვიწრო კომპლექსებით (შეიძლება ფართო კომპლექსითაც მიდიოდეს ფეხის ბლოკადის ან აბერაციის გამო) და შესამჩნევი P კბილებით ST სეგმენტში (უხშირესად QRS კომპლექსის დასაწყისიდან დაახლოებით 140 მწმ-ის მანძილზე). დიაგნოზში გვეხმარება: 1) WPW სინდრომის ანამნეზი; 2) ტაქიკარდიის კუპირების შემდეგ სინუსურ რიტმზე პარკუჭთა პრეეგზიტაციის ნახვა.


სიძნელეები

მთავარი სიძნელე ტაქიკარდიაში P კბილის აღმოჩენაა. ამ სირთულის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ფართო QRS ფეხის ბლოკადის გამო (მანამდე არსებულია ან ტაქიკარდია-დამოკიდებულის).

  • სხვა მიზეზები (დაბალი ვოლტაჟი, ეკგ-ის ცუდი ხარისხი) მნიშვნელოვანია ყველა განხრის ყურადღებით განხილვა, რადგან P კბილები ყველა განხრაში ერთნაირად კარგად არ ჩანს (როგორც წესი, ყველაზე უკეთ V1 განხრაში ვიზუალიზდება)


დიფერენციული დიაგნოსტიკა

  • წინაგულოვანი ტაქიკარდია: შეიძლება P კბილი ST სეგმენტში იყოს, რაც ორთოდრომული ტაქიკარდიაზე გვაფიქრებინებს. თუ ავ-ბლოკადა (მაგ. კაროტიდული სინუსის მასაჟით, ვერაპამილით) არ წყვეტს ტაქიკარდიას, ეს გამორიცხავს ორთოდრომულ ტაქიკარდიას.

  • ტიპიური ავ-კვანძოვანი რიენტრი ტაქიკარდია: P კბილები არ ჩანს (QRS-შია ან უშუალოდ QRS-ის ბოლოს ფიქსირდება, ხოლო ორთოდრომული ტაქიკარდიის დროს P კბილი ცოტა უფრო გვიან, ST სეგმენტში ფიქსირდება, რადგან იმპულსმა ჯერ უნდა ააგზნოს პარკუჭების მიოკარდიუმის გარკვეული ნაწილი, ვიდრე დამატებით გზას და შემდგომ მისი გავლით წინაგულებს მიაღწევს.


მკურნალობა

  • შეტევის კუპირება: ვაგუსური მანევრები ან წამლები, რომლებიც ანელებენ ავ-კვანძში იმპულსის გატარებას (ვალსალვას მანევრი, კაროტიდული სინუსის მასაჟი, ადენოზინი, ვერაპამილი...) ან წამლები, რომლებიც აფერხებენ იმპულსის გატარებას დამატებით გზაში (ფლეკაინიდი, პროპაფენონი, პროკაინამიდი).

  • ფარმაკოლოგიური პრევენცია: გამოიყენება იგივე წამლები, რაც ზემოთ ვახსენეთ (გულის სტრუქტურული დაავადების შემთხვევაში IC კლასის წამლები უკუნაჩვენებია).

  • აბლაცია: ერთადერთი რადიკალური მკურნალობის მეთოდია. არჩევის მეთოდია ხშირი ან ცუდად გადასატანი შეტევების დროს ან პაციენტის სურვილის  შემთხვევაში.


ქვემოთ მოცემულია ორთოდრომული AV-რეციპროკული ტაქიკარდიის ეკგ​

Screenshot 2018-07-05 17.03.22.png
ორთოდრომული AV-რეციპროკული ტაქიკარდია: Inner_about
bottom of page