სრული AV-ბლოკადა წინაგულთა ფიბრილაციის ფონზე
კლინიკური გამოვლინება
ეკგ-ზე წინაგულთა ფიბრილაცია ნელი რეგულარული პარკუჭოვანი რიტმით.
იმის მიხედვით, ჩანაცვლებითი რიტმი სუპრაჰისურია თუ ინფრაჰისური, QRS კომპლექსები შეიძლება იყოს როგორც ვიწრო, ისე ფართო.
პაციენტს როგორც წესი, აღენიშნება გულის უკმარისობის სურათი. სინკოპე უფრო ხშირია ინფრაჰისური ჩანაცვლებითი რიტმის შემთხვევაში
სიძნელეები
შექცევადი მიზეზების დიფერენცირება (ანტიარითმული წამლები, განსაკუთრებით დიგოქსინი, აგრეთვე ბეტა-ბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტები, ჰიპერკალემია) შეუქცევადი მიზეზებისგან.
ყოველთვის უნდა გამოირიცხოს დიგიტალისური ინტოქსიკაცია.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
კლინიკური დიაგნოსტიკა: რეგულარული პულსი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ აღდგა სინუსური რიტმი. ეკგ დაგვეხმარება ზუსტი დიაგნოზის დადგენაში.
ელექტროკარდიოგრაფიული დიაგნოსტიკა: ბლოკადის სხვა ტიპებისგან განასხვავებს ორგანიზებული წინაგულოვანი აქტივობის არარსებობა.
მკურნალობა
მწვავე მკურნალობა: პირველ რიგში, თუ ეს შესაძლებელია, საჭიროა შექცევადი მიზეზების კორექცია (ძირითადად ანტიარითმული წამლების). მკვეთრი ბრადიკარდიის დროს, როგორც ბლოკადის ნებისმიერი სხვა ტიპის შემთხვევაში, საჭიროა დროებითი სტიმულატორის ჩაყენება.
გრძელვადიანი მკურნალობა: მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია
სრული AV-ბლოკადა წინაგულთა ფიბრილაციის ფონზე.