top of page

სინუსური ტაქიკარდია

კლინიკური გამოვლინება

  • სინუსური რიტმი (დადებითი P კბილი II, III, aVF განხრებში და უარყოფითი aVR განხრაში) სიხშირით >100/წთ მოზრდილებში

  •  ყოველთვის მეორადია და რაიმე შინაგან ან აგრეგან გამღიზიანებელს უკავშირდება, გარდა იშვიათი შემთხვევებისა (ე.წ. შეუსაბამო სინუსური ტაქიკარდია)


ეტიოლოგია

ცხელება, ადრენერგული სტატუსი (ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა, ნევროზი, შფოთვა, სტრესი, ფსიქიატრიული დარღვევები), მედიკამენტები (ანტიდეპრესანტები, კოფეინი, ნიკოტინი, ატროპინი, სიმპატომიმეტიკები, ნიფედიპინი და ა.შ.), წამლების შეწყვეტა (ბეტა-ბლოკერები, დილთიაზემი), ალკოჰოლური ან ნარკოტიკული აბსტინენცია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები (ჰიპოტენზია, ანემია, გულის უკმარისობა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, შოკი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი), სასუნთქი სისტემის დარღვევები (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა) და სხვა მიზეზები (ჰიპოვოლემია, ჰიპონატრემია).


სიძნელეები

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სინუსური ტაქიკარდია შეიძლება სერიოზული პათოლოგიის გამოვლინება იყოს, რის გამოც აუცილებელია პაციენტის საფუძვლიანი კლინიკური გამოკვლევა.


დიფერენციული დიაგნოსტიკა

  • სინოაურიკულური რიენტრი: ეკგ იდენტურია, თუმცა ტაქიკარდია იწყება და წყდება უეცრად. კაროტიდული სინუსის მასაჟი ან ადენოზინი ხშირად წყვეტს ტაქიკარდიას (განსხვავებით სინუსური ტაქიკარდიისგან)

  •  პოსტურალური ორთოსტატიული ტაქიკარდიის სინდრომი (POTS): ორთოსტატიული დარღვევის სახე, როდესაც მნიშვნელოვანი სინუსური ტაქიკარდია ჩნდება მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში. შეიძლება თან ახლდეს თავბრუსხვევა, სისუსტე ან სინკოპეც კი. დიაგნოზზე ეჭვი უნდა მივიტანოთ ანამნეზით და ფიზიკალური გამოკვლევით. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ტილტ-მაგიდის ტესტი

  •  შეუსაბამო სინუსური ტაქიკარდია: შეუსაბამოდ მკვეთრი სინუსური ტაქიკარდია (> 150/წთ) უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვაზე. დიაგნოზზე ეჭვი უნდა მივიტანოთ ანამნეზით და ფიზიკალური გამოკვლევით. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ჰოლტერის 24-სთ-იანი მონიტორინგი და ფიზიკური დატვირთვის ტესტი


მკურნალობა

  • გამოვიკვლიოთ და ვუმკურნალოთ გამომწვევ მიზეზს

  •  თავისთავად სინუსური ტაქიკარდია უმეტეს შემთხვევაში მკურნალობას არ საჭიროებს.


· შეუსაბამო სინუსური ტაქიკარდიის შემთხვევაში ბეტა-ბლოკერები ან ვერაპამილი


ქვემოთ მოცემულია სინუსური ტაქიკარდიის ეკგ და გამოკვლევის და მკურნალობის ალგორითმი:

Screenshot 2018-07-04 21.06.12.png
სინუსური ტაქიკარდია: Inner_about
Screenshot 2018-07-04 21.23.03.png
სინუსური ტაქიკარდია: Welcome
bottom of page