მეორე ხარისხის AV-ბლოკადა Mobitz I ტიპის
კლინიკური გამოვლინება
დაბლოკილი P კბილის წინ PR ინტერვალი პროგრესულად ხანგრძლივდება.
შემთხვევათა უმეტესობაში იმპულსის გატარების შეფერხება ავ-კვანძის დონეზეა.
PR ინტერვალის ყველაზე დიდი ინკრემენტი პირველ ციკლშია. ყოველ მომდევნო ციკლში ინკრემენტი მცირდება, რის გამოც RR ინტერვალები თანდათან მოკლდება.
როგორც წესი, სიმპტომებს არ იწვევს და ხშირია მოხუცებში, სპორტსმენებში და ვაგუსის მომატებული ტონუსის მქონე პაციენტებში. თუ სიმპტომებს იწვევს (რაც იშვიათია), ეს სიმპტომები ბრადიკარდიის და ჰიპოპერფუზიის გამოა.
სიძნელეები
უნდა გამოირიცხოს შექცევადი მიზეზები (ანტიარითმული წამლები, ბეტა-ბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტები, მწვავე იშემია, განსაკუთრებით ქვედა კედლის, მიოკარდიტი, ჰიპერკალემია) და ზოგი შეუქცევადი მიზეზი (სარკოიდოზი, ამილოიდოზი, კარდიომიოპათიები).
დიფერენციული დიაგნოსტიკა
ჩვეულებრივ, დიაგნოსტიკა სიძნელეს არ წარმოადგენს. საჭიროა დიფერენცირება ბლოკირებულ წინაგულოვან ექსტრასისტოლიასთან.
მკურნალობა
ასიმპტომური პაციენტი: მკურნალობა არ ჭირდება (თუ შესაძლებელია, საჭიროა შექცევადი მიზეზების კორექცია).
სიმპტომური პაციენტი (სიმპტომური ბრადიკარდია) ან იშვიათ შემთხვევაში ასიმპტომურ პაციენტებშიც, როდესაც დარღვევა ინტრა- ან ინფრაჰისურ დონეზეა: მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია
ჰოლტერის მონიტორინგით დაფიქსირებული მობიტც I ტიპის AV-ბლოკადის ეპიზოდები.