ვიწროკომპლექსიანი ტაქიკარდიის ანალიზი
ვიწროკომპლექსიანი ტაქიკარდიის ანალიზი
ზოგადი ნაბიჯები
1. ყოველთვის ეცადეთ გადაიღოთ მაქსიმალურად კარგი ხარისხის 12-განხრიანი ეკგ
2. შეაფასეთ, ხომ არ იწვევს არითმია ჰემოდინამიკურ არასტაბილურობას. არასტაბილური ჰემოდინამიკის შემთხვევაში საჭიროა სინქრონიზებული კარდიოვერსია ინტრავენური სედაციის ფონზე
3. დიფერენციული დიაგნოზი ემყარება წინაგულების აქტივობის განსაზღვრას, ამიტომ მნიშვნელოვანია დავადგინოთ
a. P კბილების მდებარეობა QRS კომპლექსთან მიმართებაში (თანხვდება, მოსდევს მასთან ახლოს თუ მომდევნო QRS-თან უფრო ახლოსაა)
b. P კბილების მორფოლოგია
c. მათი სიხშირე
4. თუ წინაგულების აქტივობა კარგად არ ჩანს, შეიძლება დაგვეხმაროს კაროტიდული სინუსის მასაჟი ან ავ-კვანძის მაბლოკირებელი მედიკამენტები.
5. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც უნდა გვახსოვდეს ვიწროკომპლექსიანი ტაქიკარდიის შეფასებისას:
a. წინაგულოვანი ტაქიკარდია შეიძლება გავდეს ნებისმიერ სხვა სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიას (მას "დიდ სიმულანტსაც" უწოდებენ)
b. პარკუჭთა სიხშირის 150/წთ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გამოვრიცხოთ პირველ რიგში წინაგულთა თრთოლვა 2:1 გატარებით
c. ქვედა განხრებში (II, III, aVF) დადებითი P კბილები გამორიცხავს ავ-კვანძოვან ტაქიკარდიას
ვიწროკომპლექსიანი ტაქიკარდიის დიაგნოსტიკური ალგორითმი