top of page

ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა

სრული ბლოკადა: იმპულსი არ ტარდება ჰისის კონის მარჯვენა ფეხით

არასრული ბლოკადა: ჰისის კონის მარჯვენა ფეხით იმპულსის გატარება შენელებულია


ეკგ კრიტერიუმები

  • QRS> 120 მწმ (გარდა არასრული ბლოკადის დროს)

  • rSR’, rSr’, rsr’ ან RSR’ მორფოლოგია V1-V2 განხრებში

  • qR მორფოლოგია V5-V6 განხრებში

  • რეპოლარიზაციის მეორადი დარღვევები მარჯვენა პრეკორდიალურ განხრებში

  • ელექტრული ღერძი ჩვეულებრივ, ნორმალურია


კლინიკური მნიშვნელობა

  • ელექტრული ბლოკადის ყველაზე ხშირი ფორმაა ჯანმრთელ პირებში

  • სტრუქტურული დაავადების არმქონე პირებში უნდა გამოვრიცხოთ ელექტროდების არასწორი პოზიცია, გულმკერდის დეფორმაცია (pectus excavatum) ან ნორმის ვარიანტი

  • სტრუქტურული პათოლოგიის დროს ხშირად მარჯვენა პარკუჭის გადატვირთვას უკავშირდება, ამიტომ გამოსარიცხია:

  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ახასიათებს ღერძის მკვეთრი მარჯვნივ გადახრა მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიის გამო)

  • ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (განსაკუთრებით უეცრად დაწყებული ტკივილისა და ქოშინის დროს)

  • პულმონური ჰიპერტენზია (მიტრალური სარქვლის დაავადება, გულის თანდაყოლილი პათოლოგია)


დიფერენციული დიაგნოსტიკა

  • მარჯვენა პარკუჭის არითმოგენური დისპლაზია (კარდიოპათია) 

  • ბრუგადას სინდრომი

  • უკანა კედლის ინფარქტი

  • პარკუჭთა პრეეგზიტაცია

ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა: Inner_about

ჰისის კონის მარჯვენა ფეხის სრული ბლოკადა.

Screenshot 2018-07-16 19.49.01.png
ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა: Welcome
bottom of page