აჩქარებული იდიოვენტრიკულური რიტმი
კლინიკური გამოვლინება
ეკგ-ზე სამი ან მეტი პარკუჭოვანი კომპლექსი მიმდევრობით და სიხშირით 60-დან 100-მდე. ეს რიტმი, როგორც წესი, ჰემოდინამიკურად სტაბილურია და გარდამავალი.
გამოწვეულია პარკუჭოვანი ფოკუსის ავტომატიზმის მომატებით.
აუსკულტაციით ზოგჯერ შეიძლება მოვისმინოთ სხვადასხვა სიმაღლის S1 ტონი და ქვემეხისებრი ტალღები ავ-დისოციაციის გამო.
მიზეზები
მიოკარდიუმის რეპერფუზია: განსაკუთრებით ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მწვავე კორონარული სინდრომის დროს თრომბის ლიზისის შემდეგ. ეს რიტმი წარმატებული თრომბოლიზისის ერთ-ერთი ინდიკატორია გავატაროთ დიფერენციული დიაგნოსტიკა.
სხვა მიზეზები: დიგიტალისური ინტოქსიკაცია, ელექტროლიტური დარღვევები (ჰოპოკალემია).
დიფერენციული დიაგნოსტიკა
პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ფართოკომპლექსიანი ტაქიკარდია, რომლის სიხშირე აღემატება 100/წთ.
იდიოვენტრიკულური რიტმი. ეს არის ჩანაცვლებითი რიტმი ზედა დონის რიტმის წამყვანის დათრგუნვის ან ავ-ბლოკადის დროს. სიხშირე როგორც წესი 30-დან 60-მდეა.
მიდგომა
პაციენტის ჰემოდინამიკის შეფასება:
თუ ჰემოდინამიკურად სტაბილურია, მკურნალობა საჭირო არ არის. ანტიარითმულმა წამლებმა შეიძლება პირიქით გააუარესონ მდგომარეობა. · თუ ჰემოდინამიკა დარღვეულია. ეს სიტუაცია ძალიან ნაკლებ მოსალოდნელია და შესაძლოა გამოწვეული იყოს ფონური ბრადიკარდიით აჩქარებული იდიოვენტრიკულური რიტმის შეწყვეტის შემდეგ ან ავ-დისოციაციით. ამ შემთხვევაში საჭიროა ატროპინის (0.5-2 მგ) ინტრავენური შეყვანა. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, დროებითი კარდიოსტიმულატორის ჩაყენება (უმჯობესია წინაგულოვანის ან ორკამერიანის, რათა შენარჩუნებულ იქნას ავ-სინქრონია)
გამომწვევი მიზეზის პოვნა: საჭიროა გამომწვევი მიზეზის მკურნალობა (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, დიგიტალისური ინტოქსიკაცია, ელექტროლიტური დისბალანსი).
ქვემოთ მოცემულია აჩქარებული იდიოვენტრიკულური რიტმის ეკგ.