ფართოკომპლექსიანი ტაქიკარდიის ანალიზი
ფართოკომპლექსიანი ტაქიკარდიის ანალიზი
ზოგადი ნაბიჯები
1. კარდიოცირკულატორული არესტის შემთხვევაში დაუყოვნებელი დეფიბრილაცია
2. თუ 12-განხრიანი ეკგ-ის შეფასების საშუალება გვაქვს, თავდაპირველად გამოვრიცხოთ, ხომ არ უკავშირდება ტაქიკარდია იმპლანტირებულ პეისმეკერს ან დეფიბრილატორს
3. თუ იმპლანტირებული სისტემის არსებობას გამოვრიცხავთ, უნდა შევაფასოთ, რეგულარულია თუ არა ტაქიკარდია
4. როგორც რეგულარული, ასევე არარეგულარული ტაქიკარდიის შემთხვევაში, თუ გაგვიმართლა და გვაქვს სინუსურ რიტმზე გადაღებული ეკგ-ის ნახვის და შეფასების საშუალება, უნდა შევადაროთ QRS კომპლექსების მორფოლოგია სინუსურ რიტმზე და ტაქიკარდიის დროს (იდენტური მორფოლოგიის შემთხვევაში პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ალბათობა მინიმალურია. მხოლოდ შეიძლება იყოს ფეხთაშორისი რიენტრი - bundle-branch reentry ან თეორიულად ისეთი პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რომელიც უშუალოდ ჰისის კონის სიახლოვიდან მოდის)
5. თუ გვაქვს ექოკარდიოგრაფიის მონაცემები და ექოსკოპიურად გულის სტრუქტურული პათოლოგია არ აღინიშნება, ამ შემთხვევაში გარკვეული მორფოლოგიის ტაქიკარდია პრაქტიკულად დიაგნოსტიკურია პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ორი სპეციალური ტიპისთვის (მარჯვენა პარკუჭის გამოსავალი ტრაქტის ტაქიკარდია ან მარცხენა პარკუჭის ე.წ. ფასციკულური ტაქიკარდია)
6. თუ ზემოთმოყვანილი ნაბიჯების მიუხედავად ტაქიკარდიის მექანიზმი კვლავ გაურკვეველია, უნდა გამოვიყენოთ ბრუგადას კრიტერიუმები პარკუჭოვანი და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიების სადიფერენციაციოდ.
ქვემოთ მოცემულია ფართოკომპლექსიანი ტაქიკარდიის საწყისი ანალიზის ალგორითმი და ბრუგადას ალგორითმი.