top of page

მდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდია

კლინიკური გამოვლინება

  • ეკგ-ზე ფართოკომპლექსიანი (QRS> 120 მწმ) ტაქიკარდია (სიხშირე მეტია 100’) კომპლექსების მუდმივი მორფოლოგიით, რომელიც გრძელდება 30 წმ-ზე მეტხანს.

  • 90%-ზე მეტ შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებათ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი (ყველაზე ხირად) ან სხვა კარდიოპათია.

  • მცირე პროცენტში (ძირითადად ახალგაზრდა ასაკში) პაციენტებს გულის სტრუქტურული პათოლოგია არ აღენიშნებათ. ამ პაციენტებს პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განსაკუთრებული ფორმები აღენიშნებათ, რომლებსაც როგორც წესი, კარგი პროგნოზო ახასიათებთ


სიძნელეები

  • არ უნდა შეგვეშალოს სუპრავენტრიკულარ ტაქიკარდიაში და არ გავუკეთოთ ვერაპამილი, რომელიც ჰემოდინამიკის დარღვევას გამოიწვევს. უნდა გამოყენებულ იქნას ფართოკომპლექსიანი ტაქიკარდიის ალგორითმი და ვერაპამილი არ უნდა გაკეთდეს არასდროს, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული არ ვართ, რომ საქმე გვაქვს აბერაციით მიმდინარე სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიასთან ან პარკუჭოვანი ტაქიკარდიის იშვიათ, “ვერაპამილ-სენსიტიურ” ფორმასთან.


დიფერენციული დიაგნოსტიკა

  • აბერაციით ან მანამდე არსებული ფეხის ბლოკადით მიმდინარე სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია.  კაროტიდული სინუსის მასაჟი ან ადენოზინი შეიძლება დაგვეხმაროს დიფერენციულ დიაგნოსტიკაში.

  • დამატებითი გზით ანტეგრადულად გატარებული ტაქიკარდიები.

  • პეისმეკერთან დაკავშირებული ტაქიკარდიები.


ფართოკომპლექსიანი ტაქიკარდიის დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის გამოიყენეთ დიაგნოსტიკური ალგორითმი.


მიდგომა

  • ნებისმიერი პარკუჭოვანი ტაქიკარდია შეიცავს პოტენციურ სასიცოცხლო რისკს და დაუყოვნებელი მკურნალობა ესაჭიროება, ამასთანავე მზად უნდა ვიყოთ კარდიო-ცირკულატორული არესტისთვის.

  • თუ ჰემოდინამიკა არასტაბილურია ან ფარმაკოლოგიურად ტაქიკარდია არ წყდება, სედაცია და ელექტროკარდიოვერსია.

  • სტაბილური ჰემოდინამიკის დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ინტრავენური პროკაინამიდი, ამიოდარონი ან სოტალოლი. მწვავე იშემიის ფონზე მიმდინარე პარკუჭოვანი ტაქიკარდიისას ეფექტურია ლიდოკაინი.

ქვემოთ მოცემულია მდგრადი მონომორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეკგ გადატანილი ინფარქტის მქონე პაციენტთან.

მდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდია: Inner_about
Screenshot 2018-07-05 20.58.02.png
მდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდია: Welcome
bottom of page