top of page

ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა

სრული ბლოკადა: იმპულსი არ ტარდება ჰისის კონის მარცხენა ფეხით

არასრული ბლოკადა: ჰისის კონის მარცხენა ფეხით იმპულსის გატარება შენელებულია


ეკგ კრიტერიუმები

  • QRS> 120 მწმ (გარდა არასრული ბლოკადის დროს)

  • rS, QS ან ღრმა S მარჯვენა პრეკორდიალურ განხრებში

  • მაღალი, გაფართოებული R კბილი მარცხენა პრეკორდიულ, ასევე I და aVL განხრებში

  • რეპოლარიზაციის მეორადი დარღვევები

  • ელექტრული ღერძი ჩვეულებრივ ნორმალურია

  • მარცხენა წინა ჰემიბლოკადა: ღერძის მკვეთრი მარცხნივ გადახრა (-60°-მდე)

  • მარცხენა უკანა ჰემიბლოკადა: ღერძის მკვეთრი მარჯვნივ გადახრა (120°-150°-მდე)


კლინიკური მნიშვნელობა

როგორც წესი, უკავშირდება გულის სტრუქტურულ პათოლოგიას

  • თუ თან ახლავს ტკივილი გულმკერდში, ყოველთვის ეჭვი მიიტანეთ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტზე

  • თუ თან ახლავს გონების დაბინდვის/სინკოპეს ეპიზოდები, ეჭვი მიიტანეთ გარდამავალ სრულ ატრიო-ვენტრიკულურ ბლოკადაზე

  • თუ თან ახლავს გულის უკმარისობა: ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა პარკუჭთა ასინქრონიის მაჩვენებელია და უნდა განვიხილოთ გულის რესინქრონიზაციული თერაპიის (ბივენტრიკულური პეისმეიკერის) შესაძლებლობა


დიფერენციული დიაგნოსტიკა

  • სეპტალური ფიბროზი ან ნეკროზი (იწვევს QS ან Qr-ს V1-V2 განხრებში)

  • პარკუჭთა პრეეგზიტაცია (მარჯვენამხრივი დამატებითი გზები იწვევენ QS კომპლექსებს მარჯვენა პრეკორდიალურ განხრებში)

ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა: Inner_about

ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკადა.

Screenshot 2018-07-16 19.51.34.png
ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა: Welcome
bottom of page