სინოაურიკულური რეენტრი
კლინიკური გამოვლინება
ეს არის რეგულარული ვიწროკომპლექსიანი ტაქიკარდია P კბილებით, რომლებიც იდენტურია ან ძალიან მსგავსი სინუსური P კბილების.
სინუსური ტაქიკარდიისგან განსხვავდება უეცარი დასაწყისით და დასასრულით
გულის შეკუმშვათა სიხშირე როგორც წესი, გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი სინუსური ტაქიკარდიის დროს.
სიძნელეები
სინუსური P კბილების გამო შესაძლოა დაისვას სინუსური ტაქიკარდიის მცდარი დიაგნოზი.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
სინუსური ტაქიკარდია: მთავარი განმასხვავებელი არის ტაქიკარდიის უეცარი დასაწყისი და დასასრული და მაპროვოცირებელი ფაქტორების არარსებობა სინოაურიკულური რიენტრის დროს.
მკურნალობა
შეტევის კუპირება: ვაგუსური მანევრები, ადენოზინი, ბეტა-ბლოკერები, ვერაპამილი
· რეციდივების პრევენცია: ბეტა-ბლოკერები, ვერაპამილი. უეფექტობის შემთხვევაში სინუსის კვანძის აბლაცია.
ქვემოთ მოცემულია ეკგ და მკურნალობის ალგორითმი