მესამე ხარისხის (სრული) AV-ბლოკადა
კლინიკური გამოვლინება
ეკგ-ზე არცერთი P კბილი არ ტარდება პარკუჭებისკენ, რის გამოც გამოხატულია ავ-დისოციაცია ანუ არ არსებობს კავშირი წინაგულების და პარკუჭების რიტმს შორის (წინაგულების სიხშირე მეტია პარკუჭების სიხირეზე).
პარკუჭოვანი ჩანაცვლებითი რიტმის კომპლექსები შეიძლება ვიწრო (სუპრაჰისური წარმოშობის) ან ფართო (ინფრაჰისური წარმოშობის) იყოს.
კლინიკურად ვლინდება სინკოპეთი, ჰაერის უკმარისობით, სტენოკარდიით, ადვილად დაღლით, საუღლე ვენურ პულსზე ქვემეხისებრი ტალღებით.
სიძნელეები
დიაგნოზის დასმა ადვილია ეკგ-ის ანალიზით. მნიშვნელოვანია დავადგინოთ, არსებობს თუ არა კავშირი წინაგულებსა და პარკუჭებს შორის.
შეიძლება თან ახლდეს წინაგულთა ფიბრილაციას ან თრთოლვას, რომლის დროსაც P კბილებს ვერ ვნახავთ, თუმცა უჩვეულოდ ნელი და რეგულარული პარკუჭოვანი რიტმის არსებობამ უნდა გვაფიქრებინოს სრულ ავ-ბლოკადაზე.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
უფრო დაბალი ხარისხის ავ-ბლოკადა (განსაკუთრებით ვენკებახის ტიპის): სრული ავ-ბლოკადის დროს არ არის არანაირი კავშირი წინაგულოვან და პარკუჭოვან რიტმებს შორის.
მაღალი ხარისხის ავ-ბლოკადა: ზოგიერთი P კბილი ტარდება.
სინუსური ბრადიკარდია უფრო სწრაფი კვანძოვანი ჩანაცვლებითი რიტმით: შეიძლება შეგვხვდეს ატროპინის ან იზოპროტერენოლის შეყვანის შემდეგ. ავ-დისოციაცია სრული არ არის, რადგან ზოგიერთი P კბილი მაინც ტარდება პარკუჭებისკენ.
მკურნალობა
წარმოადგენს სასიცოცხლოდ საშიშ მდგომარეობას. ასისტოლიის გახანგრძლივებულმა ეპიზოდებმა შეიძლება უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს. ბრადიკარდიის ფონზე QT ინტერვალის გახანგრძლივებამ შეიძლება ხელი შეუწყოს “torsade de pointes” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარებას.
მწვავე მკურნალობა: საჭიროებს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას. თუ ასიმპტომურია, ესაჭიროება რიტმის კონტროლი, თუმცა თუ გულისცემის სიხშირე <40’ ან პარკუჭოვანი ჩანაცვლებითი რიტმი ფართო QRS-ით მიდის, საჭიროა დროებითი სტიმულატორის ჩაყენება. სიმპტომურ პაციენტებში უნდა დაიწყოს ივ ატროპინი (2 მგ-მდე) ან იზოპროტერენოლი. თუ ამ წამლებზე შედეგი არ არის, დროებითი კარდიოსტიმულაცია.
გრძელვადიანი მკურნალობა: მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია. მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ბლოკადის შექცევადი მიზეზები.
თანდაყოლილი სრული ავ-ბლოკადა გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში მუდმივი პეისმეიკერის ჩვენება მხოლოდ მაშინ არის, თუ გამოხატულია სიმპტომები, ან აღინიშნება გულის კამერების დილატაცია, ქრონოტროპული უკმარისობა, კორეგირებული QT ინტერვალი > 460 მწმ, პარკუჭოვანი არითმიები ან იდიოვენტრიკულური რიტმი.
სრული AV-ბლოკადა