თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

საიტი შექმნილია არითმოლოგ გიორგი პაპიაშვილის მიერ. აქ როგორც პაციენტებს, ისე ექიმებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა სახის არითმიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

 

გიორგი პაპიაშვილის შესახებ

1991 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1998 წელს დაამთავრა წარჩინების დიპლომით.

2000 წელს გახდა კარდიოლოგიის პირველი რეზიდენტი და 2003 წელს მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში "კარდიოლოგია".

2005-2006 წლებში გაიარა ფელოუშიპი გულის კლინიკურ ელექტროფიზიოლოგიაში ბარსელონის უნივერსიტეტის კლინიკურ ჰოსპიტალში პროფესორ ჯოზეფ ბრუგადას ხელმძღვანელობით.

2009-2010 წლებში გაიარა EHRA advanced ფელოუშიპი გულის ელექტროფიზიოლოგიასა და აბლაციებში ბელგიის ქალაქ ბრიუგეს AZ Sint Jan ჰოსპიტალში პროფესორ მატიას დუიცჰავერის ხელმძღვანელობით.

2006 წელს დაიწყო მუშაობა ჯო ენის სამედიცინო ცენტრში, სადაც ჩამოაყალიბა არითმოლოგიური სამსახური, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. 2007 წელს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ასევე ჩამოაყალიბა არითმოლოგიური სამსახური, რომლის ხელმძღვანელადაც მუშაობდა 2010 წლამდე. 2017 წელს ჯო ენის სამედიცინო ცენტრის პარალელურად მუშაობა დაიწყო კლინიკა "ჰელსიკორში", სადაც ასევე ხელმძღვანელობს არითმოლოგიურ დეპარტამენტს.

2007 წელს პირველმა პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩაააბარა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) სასერტიფიკაციო გამოცდა გულის ელექტროფიზიოლოგიასა და აბლაციებში (თეორიული ნაწილი) და 2009 წელს მიიღო სრული ევროპული სერტიფიცირება.

2011 წელს მის ქართველ კოლეგებთან ერთად დააფუძნა საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია (GeHRA) და არჩეულ იქნა მის პირველ პრეზიდენტად.

არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

არის ევროპის გულის რიტმის ასოციაციის, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების, ევროპის გულის უკმარისობის საზოგადოების და ევროპის ინსულტის საბჭოს წევრი.

ჩატარებული აქვს 2500-ზე მეტი აბლაციის, ელექტროფიზიოლოგიური კვლევისა და იმპლანტაციის პროცედურა. მის მიერ საქართველოში პირველად ჩატარდა გულის ეპიკარდიული კარტირება, წინაგულთა ფიბრილაციის ("მოციმციმე არითმიის") აბლაცია ფაზური რადიოსიხშირით, კათეტერული აბლაცია სრულიად რენტგენო-დასხივების გარეშე, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის სრულად ექსტრაკარდიული იმპლანტაცია, პირველი ჰისის კონის კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია, ტრანსატრიალური ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტაცია.

არის გულის ელექტროფიზიოლოგიასა და არითმიების მართვაში სუბსპეციალიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი.

ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.

 

კონსულტაციაზე ჩაწერა

კონსულტაციაზე ჩაწერა შეგიძლიათ შემდეგ ნომრებზე:

1. ჯო ენის სამედიცინო ცენტრი

032 2 222211

თბილისი, ლუბლიანას 21.

2. ისრაელ-საქართველოს სამეცნიერო კვლევითი კლინიკა "ჰელსიკორი"

+995 577 775999

თბილისი, თევდორე მღვდლის 13.

 

ფოტო გალერეა

056.jpg
 

©2018 by Giorgi Papiashvili. Proudly created with Wix.com

კონფერენცია თბილისში.