top of page
The doctor of traditional Chinese medici

როგორ გავიზომოთ პულსი

რა არის პულსი?

პულსი თქვენი გულისცემის სიხშირის მაჩვენებელია. პულსის სიხშირე ცვალებადია. იგი ნელია მოსვენებისას და მატულობს დატვირთვისას. პულსის შემოწმების ცოდნა დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად ჩქარა ან რამდენად თანაბრად მუშაობს თქვენი გული და ამის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ ექიმს.

 

როგორ გავიზომოთ პულსი?

პულსის გაზომვა რამდენიმე ადგილზე შეგიძლიათ. ყველაზე მოსახერხებელი მაჯაზე ან კისერზეა. მოათავსეთ საჩვენებელი და შუა თითის წვერები მეორე ხელის მაჯაზე, ცერა თითის ფუძესთან ახლოს ან კისერზე, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ოდნავ დააწექით თითებს, ვიდრე მათ ქვეშ პულსაციას არ შეიგრძნობთ. შეგიძლიათ, ცოტა ამოძრაოთ თითები კარგი პულსაციის მოსაძებნად. პულსის სიხშირე ერთი წუთის განმავლობაში ითვლება. შეგიძლიათ პულსი 10 წმ-ის განმავლობაში დაითვალოთ და მიღებული რიცხვი ექვსზე გაამრავლოთ. პულსის ნორმალური სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში წუთში 60-დან 100-მდე მერყეობს.

როგორ მუშაობს გული: Inner_about
bottom of page