არითმოლოგიური სამსახური
ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი
ვიწრო კომპლექსიანი ტაქიკარდიის ანალიზი
ფართო კომპლექსიანი ტაქიკარდიის ანალიზი
ბრადიკარდიის ანალიზი
სუპრა-ვენტრიკულური ტაქიკარდიები
პარკუჭოვანი ტაქიკარდიები
იმპლანტირებულ სისტემებთან დაკავშირებული არითმიები
ბრადიარითმიები
ძირითადი ეკგ ცვლილებები
მარჯვენა პარკუჭის არითმოგენური დისპლაზია
კათეტერული აბლაცია
პეისმეკერები
იმპლანტირებადი დეფიბრილატორი
გულის რესინქრონიზაცია
პაციენტი წინაგულოვანი ტაქიკარდიით
მარჯვენა პარკუჭის არითმოგენური დისპლაზია
მარჯვენა პარკუჭის არითმოგენური დისპლაზია

მარჯვენა პარკუჭის არითმოგენური დისპლაზია/კარდიომიოპათია (ARVD/C)

კლინიკური გამოვლინება

ეს იშვიათი კარდიომიოპათია ხასიათდება მარჯვენა პარკუჭის მიოკარდიუმის რეგიონულად ან დიფუზურად ცხიმოვან-ფიბროზული გადაგვარებით. შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი ოჯახურია (აუტოსომურ-დომინანტური გადაცემით). უმეტესად მამაკაცებს ემართებათ და როგორც წესი, პირველად ვლინდება 30 წლამდე ასაკში.
· კლინიკა:
    · არითმული ეპიზოდები (გულის ფრიალი, პრესინკოპე, სინკოპე, უეცარი სიკვდილი), რომლებიც უმეტესად ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება
    · გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა (ან ორმხრივი, როდესაც მარცხენა პარკუჭიც ჩათრეულია)
· ეკგ:
    · დეპოლარიზაციის დარღვევები:
        · ეფსილონ ტალღები: პატარა კბილები უშუალოდ QRS კომპლექსის ბოლოს (ძირითადად V1-V3 განხრებში)
        · გამტარებლობის დარღვევები: ა)ინტრავენტრიკულური ბლოკადა მარჯვენა პარკუჭში (QRS-ის გაფართოება ძირითადად V1-V3 განხრებში), ბ)ჰისის კონის მარჯვენა ფეხის სრული ან არასრული ბლოკადა
    · რეპოლარიზაციის დარღვევები:
        ·    უარყოფითი T კბილები ძირითადად V1-V3 განხრებში
    · მარჯვენა პარკუჭოვანი არითმიები (ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკის ტიპით მიმდინარე)
        · პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, არამდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდია, მდგრადი მონომორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭთა ფიბრილაცია


სიძნელეები

რთულად სადიაგნოსტიკოა: ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები ძირითადად არასპეციფიურია, ხოლო სპეციფიური ცვლილებები (ეფსილონ ტალღები) იშვიათად გვხვდება (< 30%). ხშირად საჭირო ხდება დამატებითი გამოკვლევების ჩატარება. შემუშავებულია მარჯვენა პარკუჭის არითმოგენური დისპლაზიის/კარდიომიოპათიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები, რომლებიც მოცემულია ცხრილში.

დიფერენციული დიაგნოსტიკა

· სხვა მიზეზები, რომელთაც შეუძლიათ მარცხენა ფეხის ბლოკის ტიპით მიმდინარე პარკუჭოვანი არითმიების გამოწვევა: მარჯვენა პარკუჭის გამოსავალი ტრაქტის იდიოპათიური ტაქიკარდია (ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადის ტიპი და ქვედა ღერძი), ფეხთაშორისი რიენტრი (bundle-branch reentry), გულის თანდაყოლილი პათოლოგია მარჯვენა პარკუჭის მონაწილეობით (ებშტეინის ანომალია), ანტიდრომული ტაქიკარდია მაჰაიმის ტიპის დამატებითი გზის მონაწილეობით.
· სხვა მიზეზით გამოწვეული სინკოპე ან უეცარი სიკვდილი პლიუს რეპოლარიზაციის დარღვევები: ბრუგადას სინდრომი, QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი.

მკურნალობა

დღეისათვის არსებული მკურნალობის მეთოდები შემდეგია: ანტიარითმული საშუალებები (სოტალოლი, ბეტა-ბლოკერები, ამიოდარონი), კათეტერული აბლაცია, იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი და გულის უკმარისობის მკურნალობა (მათ შორის გულის ტრანსპლანტაციაც შორსწასულ შემთხვევებში)

მარჯვენა პარკუჭის არითმოგენური დისპლაზიის/კარდიომიოპათიის (ARVD/C) დიაგნოსტიკური კრიტერიუმები


  დიაგნოზი დგინდება, თუ სახეზეა:
    · 2 დიდი კრიტერიუმი 
    · 1 დიდი და 2 პატარა კრიტერიუმი 
    · 4 პატარა კრიტერიუმი

მკურნალობის ალგორითმი





შენიშვნა: იკდ
=იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, რისკ-ფაქტორები=სინკოპე, უეცარი სიკვდილის ოჯახური ანამნეზი